15 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად საჭიროა არა პერსონალური, არამედ სისტემური მიდგომა - ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას აქვეყნებს

ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად საჭიროა არა პერსონალური, არამედ სისტემური მიდგომა.

კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლისთვის მაკორექტირებელი, დამატებითი კანონები და ზომები შეიმუშაოს.

"ეს ზომები შემუშავებული უნდა იყოს პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის სტანდარტების სრული დაცვით. კერძოდ, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დამოუკიდებლობის მტკიცე გარანტიებით და სათანადო სამართლებრივი პროცედურით", - ნათქვამია დასკვნაში.

დღის ამბები