04 მაისი 2024,   15:52
ვრცლად
სტიქია გურჯაანში - მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის და ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალდა

სტიქია გურჯაანში - მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის და ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელი დაზიანდა. ასევე, უხვმა ნალექმა მდიანრეების ადიდება გამოიწვია და წყალი გურჯაანის ცენტრალურ გზებზე მიედინება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ძირკოკში, ზიარში, ახეშენსა და ჭადარში სეტყვამ ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები გაანადგურა.

ამ წუთებში სტიქიის ზონაში მიემგზავრება კახეთში სახელმწიფო რწმუნებული. გიორგი ალადაშვილი ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

დღის ამბები