19 აგვისტო 2026,   15:18
ვრცლად
ბათუმში მოზარდი მე-10 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

რა გახდა მე-10 სართულიდან მოზარდის გადმოვარდნის მიზეზი უცნობია. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი 15 წლისაა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებულები.

დღის ამბები