უბედური შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში - 45 წლამდე ასაკის მამაკაცს დენმა თევზაობის დროს დაარტყა. ის ადგილზევე დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ის ღელეში ე.წ. "პილიგანით" თევზაობდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა, წყალში ჩავარდა და დენმა დაარტყა.
შემთხვევა გარდაცვლილის სახლთან ახლოს მოხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.