გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია "ჯარის ბანაკის" გახსნისთვის ემზადება. კოჯორში მოსამზადებელი სამუშაოები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა.
ბავშვებისთვის უკვე მოწყობილია საველე კლასებიც. საზაფხულო "ჯარის ბანაკი" მე-9, მე-10 და მე-11 კლასების იმ სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლებს, რომლებშიც საგანი "თავდაცვა და უსაფრთხოება" ისწავლებოდა.