02 მაისი 2024,   07:52
ვრცლად
მუსიკალური ფესტივალი "Tbilisi Open Air" დაიწყო

მუსიკალური ფესტივალი "Tbilisi Open Air" დაიწყო. ფესტივალი 23-დან 25 ივნისის ჩათვლით "ლისი ვანდერლენდში" გაიმართება.

მოწყობილია 4 სცენა, სადაც საერთაშორისო და ქართველი არტისტები სხვადასხვა ჟანრის მუსიკას შეასრულებენ. ფესტივალი წელს 14 სეზონს მასპინძლობს. სათქმელი წელსაც ერთია - "მუსიკა ათავისუფლებს".

" წელს, ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს ისივე, როგორც შარშან და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე ადამიანებისთვის, ვისაც უნდათ მოვიდნენ და იყვნენ ის ვინც არიან, მოუსმინონ იმ მრავალფეროვან მუსიკას, რომელიც მათ უნდათ", - განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა დავით ცინცაძემ.

დღის ამბები