27 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
კახეთში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით "მუსიკალური საღამოები" გრძელდება - დღეს, ღონისძიებებს ყვარელი უმასპინძლებს

კახეთში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით "მუსიკალური საღამოები" გრძელდება. დღეს, ღონისძიებებს ყვარელი უმასპინძლებს. სამზადისი თითქმის დასრულებულია.

ღონისძიებები 19:00 საათიდან დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება. სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე, თბილისიდან მოწვეული მომღერლები და სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფი გამართავენ კონცერტს.

გარდა მუსიკალური ნომრებისა, ყვარლის ცენტრში განთავსებულია პავილიონები, სადაც ადგილიბრივი მეწარმეები საკუთარ პროდუქციას გამოფენენ.

ადგილზე მოწყობილია საბავშვო გასართობი სივრცეებიც.

დღის ამბები