06 მაისი 2024,   11:30
ვრცლად
პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველომ ორი ოქროს მედალი ორ სხვადასხვა სახეობაში აიღო

საქართველო ოქროს მედლებს აგროვებს. პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ორი ოქროს მედალი ქვეყანამ ორ სხვადასხვა სახეობაში აიღო. ევროპულ თამაშებზე, რომელსაც კონტინენტის ოლიმპიადასაც ეძახიან პირველობა არავის დაუთმო მსოფლიოს ნომერ პირველმა ხმალმა, სანდრო ბაზაძემ ფინალში გასასვლელად სამგზის უნგრელი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა, რის შემდეგაც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს მოუგო.

კიდევ ერთი ოქრო საქართველოს ტაეკვანდოისტმა ზურაბ კინწურაშვილმა მოუტანა. 21 წლის სპორტსმენი პირველი ქართველია, რომელმაც ტაეკვანდოში ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. ამ დროისთვის პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ორი ოქროს, ერთი ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის მედალი აქვს.

დღის ამბები