20 სექტემბერი 2024,   04:09
ვრცლად
უხვი ნალექის გამო, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია

ავტობანის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე წყალწითელამ დროებით შეზღუდა საავტომობილო გზაზე მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით გადართულია საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე.

"საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე, უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე წყალწითელამ დროებით შეზღუდა საავტომობილო გზაზე მოძრაობა.
აღნიშნულ მონაკვეთზე, მიმდინარეობდა ხიდის რეაბილიტაცია, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის მოწყობილი იყო დროებითი გზა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა დროებითი გზა. საავტომობილო მოძრაობის დროულად აღსადგენად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები
ამ დროსითვის, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით გადართულია საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები