20 სექტემბერი 2024,   03:59
ვრცლად
მტკვრისა და ლიახვის შესართავთან ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

სამაშველო ოპერაცია გორის მუნიციპალიტეტში დასრულდა. მდინარეების მტკვრისა და ლიახვის შესართავთან ნაპოვნია ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, რომელიც ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

დიდი ალბათობით, ცხედარი ეკუთვნის 22 წლის ახალგაზრდას, რომელსაც მაშველები მდინარე ლიახვში და მის სანაპიროზე გუშინდლიდან ეძებდნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ახალგაზრდა მდინარეში გასაგრილებლად გადახტა, დინებამ გაიტაცა და გამოცურვა ვეღარ შეძლო.

სამძებრო სამაშველო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდასთან ინტენსიურად მიმდინარეობდა. ძებნის პროცესში ჩართული იყვნენ მყვინთავებიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები