15 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის შემაჯამებელ გამოსვლამდე, სიტყვით ისარგებლეს პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა - როგორ შეაფასა ოპოზიციამ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში

პრემიერ-მინისტრის შემაჯამებელ გამოსვლას წინ უძღოდა პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების გამოსვლა. გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები.

იმის მიუხედავად, რომ 50 კითხვიდან უმრავლესობის ავტორი ოპოზიცია იყო, მმართველი გუნდის ოპონენტთა ნაწილმა, სხდომათა დარბაზი დატოვა და პასუხებს აღარ დაელოდა.

"გამოსვლაში რომ მომესმინა რამდენიმე ნოტა მაინც სხვადასხვა დარგში ხარვეზებთან დაკავშირებით, ეს იქნებოდა ისევ თქვენთვის კარგი, რადგან უკეთესად წარმოჩნდებოდით. მაგრამ, როდესაც გამოდიხართ და ამბობთ რომ გვაქვს მსოფლიოში ყველაზე მზარდი ეკონომიკა, ამ შენობიდან რომ გავალ და სახლში რომ მივდივარ ფეხით, ამდენი გაჭირვებული ხალხი რატომ მხვდება?"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი.

გიორგი ვაშაძემ კი პრემიერის გამოსვლა სამი კრიტერიუმით შეაფასა:

"პრემიერ-მინისტრის გამოსვლა შეგვიძლია 3 კონკრეტული შეფასებით შევაფასოთ, რეალობას აცდენილი, ტყუილებით, სიძულვილის ენით გაჯერებული გამოსვლა. საბოტაჟი ევროინტეგრაციის ხართ თქვენ "ქართული ოცნება". ჩვენ რომ ვიყოთ ხელისუფლებაში ეს ყველაფერი შესრულებული იქნებოდა,"- აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

გუშინ, პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსმენდნენ. 

დღის ამბები