15 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
ოპოზიციის მთავარი სტრატეგია 12 პუნქტიანი გეგმის ხელშეშლას უკავშირდება - მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ანგარიში ყველა მნიშვნელოვან თემას შეეხებოდა. 

მისივე თქმით, ოპოზიციის მთავარი მიზანი და ყველა სტრატეგია 12 პუნქტიანი გეგმის ხელშეშლას უკავშირდება:

"არ არსებობს დღეს ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხი, რომელიც დღეს მიმოხილული არ ყოფილა, თუმცა ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა არც ერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც იქმნებოდა საგნობრივი, მცირედი ანალიტიკა მაინც მოცემული. მათი მთავარი სტრატეგია 12 პუნქტიანი გეგმის ხელშეშლას უკავშირდება. ეს არის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი საქართველოში შემდგომი განვითარებისთვის, რასაც დღეს ოპოზიციის დიდი ნაწილი აკეთებს,"- მიხეილ სარჯველაძემ. 

 

დღის ამბები