ოპოზიცია პრემიერის პარლამენტში გამოსვლას უარყოფითად აფასებს. "ევროოპტიმისტების" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრემიერის სიტყვა პოლარიზაციის გაღრმავებას ემსახურებოდა.
"მთელი მისი გამოსვლა ემსახურებოდა არა ხალხთან საუბარს, არამედ ძირითადი რიტორიკა, რაც ჰქონდა ღარიბაშვილს, ეს იყო სიძულვილის ენა, რადიკალიზმი, დესტრუქციულობა. ჩემი შეფასებით, ეს იყო, მხოლოდ და მხოლოდ, პოლარიზაციის გაღრმავება,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
"გირჩის" წევრის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, ეს იყო "ნაცების ლანძღვა-გინების საღამო ნაცების გარეშე."
"ეს იყო ისე, როგორც სხვა შემთხვევაში, "ნაცების" ლანძღვა-გინების საღამო, მაგრამ, ამჯერად, "ნაცების" გარეშე. სანამ ისინი იყვნენ, მათგანაც იყო რაღაც შეძახილები. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ზოგადადა, პრემიერმა ცალკე, გამოყოფილად უპასუხა ჩემს შენიშვნას, მაგრამ კმაყოფილი არ ვარ პასუხის შინაარსით,"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.