15 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები სამშობლოში ჩამოასვენეს - მალხაზ კვიჟინაძის და ჯონი ოდიშვილის სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები სამშობლოში ჩამოასვენეს. მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი, 25 ივნისს დაბომბვას ემსხვერპლნენ.

ჯონი ოდიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს, რის შემდეგაც მას სოფელ ტყვიავში გადაასვენებენ.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში 48 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

დღის ამბები