თუ გგონიათ, დეპოლარიზაციას მივაღწევთ იმიტომ რომ მოგვცემენ კანდიდატი სტატუსს, მერე მეორე დღეს გავიღვიძებთ და უცებ ერთმანეთი შეგვიყვარდება - ეს არ მოხდება,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა "კურიერის" კითხვას, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, პოლიტიკური ტემპერატურის დაწევასა და დეპოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ახლა ყველაზე დიდი შანსია, ყველა ერთ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანდეს, რაც სწორედ კანდიდატის სტატუსს ეხება.
"თუ გგონიათ, რომ დეპოლარიზაციას მივაღწევთ იმიტომ, რომ მოგვცემენ კანდიდატი სტატუსს, მერე მეორე დღეს გავიღვიძებთ და უცებ ერთმანეთი შეგვიყვარდება - ეს არ მოხდება. ჩვენ ახლა გვაქვს ყველაზე დიდი შანსი, გავერთიანდეთ იმ ერთ საკითხზე, რაზეც ხალხი არის გაერთიანებულია. ასევე არის ის საკითხი, რომელიც მე დარწმუნებული ვარ რომ მმართველ პარტიაშიც არის ერთგვაროვნად აღქმული. რადგან ყველას ვისაც აქვს საშუალება, ყველას უნდა ევროკავშირში, ერთი მაჩვენეთ ვინ აგზავნის თავის შვილებს რუსეთში,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.