15 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
"ჩემი ჩასვლა არ მოხერხდა და ალბათ სხვადასხვა მოვლენებმა იქონიეს გავლენა, რადგან მე რომ ჩავდივარ უკრაინაში, მაინც საქართველო ჩადის, ეს არ არის პერსონალური ჩასვლა - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშივლმა, შეკითხვაზე თუ რატომ არ ჩადის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, განაცხადა, რომ ამაზე სხვადასხვა მოვლენებმა იქონია გავლენა. 

"ჩემი ჩასვლა არ მოხერხდა და ალბათ სხვადასხვა მოვლენებმა იქონიეს გავლენა ამ ჩასვლაზე, რადგან მე რომ ჩავდივარ უკრაინაში, მაინც საქართველო ჩადის, ეს არ არის პერსონალური ჩასვლა. ასევე ალბათ იმ რიტორიკამ, რაც გვაქვს ევროკავშირთან, ხელისუფლების რიტორიკამ იმოქმედა ნეგატიურად. 

მესმის, რომ რიტორიკა, რომელიც ეხება ომში მყოფ ქვეყანას, რომელსაც ყოველდღიურიუ გამოწვევი აქვს, არ შეიძლება. რადგან ჩვენი კულტურით ოგვაქვს თავი - ქართული კულტურა იყო რომ როდესაც შენი მეგობარი არის ომში, იმასთან არაფერს არ არჩევ, იმის გვერდით ხარ. ეს ჩემი პოზიციაა და მე მგონია, რომ ეს ხელისუფლების პოზიცია უნდა იყოს," განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები