15 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
"უკრაინა გაიმარჯვებს" - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის რადას

"უკრაინა გაიმარჯვებს" - ასე მიმართა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის რადას კიევში ვიზიტის დროს.

როგორც პედრო სანჩესი ამბობს, გამარჯვებას დრო და ბევრი შრომა დაჭირდება, მაგრამ უკრაინა ამ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

მისივე თქმით, უკრაინელი ხალხის ევროპული მისწრაფება ერთ-ერთი საბაბი იყო, რამაც რუსეთის რეაქცია და ქვეყანაში შეჭრა გამოიწვია. სანჩესმა, ასევე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზეც ისაუბრა და ამ კუთხით რეფორმების გატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"გასულ თებერვალში, კიევში გამგზავრებამდე მადრიდში აინტერესებდათ უკრაინის მდგომარეობა და მეკითხებოდნენ: როგორ ფიქრობ ეშინიათ? როდესაც უკან დავბრუნდი კითხვაზე მკაფიო პასუხი მქონდა: აი, მათ არ ეშინიათ, ისინი გაიმარჯვებენ. ამას კვირები, თვეები დასჭირდება. დასჭირდება ცრემლები, სისხლი და ბევრი შრომა. მაგრამ უკრაინა ამ ომს მოიგებს. არ გვავიწყდება, რომ უკრაინელი ხალხის ევროპული მისწრაფება იყო ერთ-ერთი საბაბი, რამაც გამოიწვია რუსეთის რეაქცია და თავის მხრივ, შეჭრა. სამართლიანი იყო ამ მისწრაფების პატივისცემა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ამას უკრაინაზე მეტად არავინ იმსახურებს. თუმცა ეს არ არის იოლი პროცესი, განსაკუთრებით ომის დროს. წევრი სახელმწიფო რომ გახდე ცვლილებები, რეფორმები და მსხვერპლია საჭირო. ევროკავშირი შეიქმნა ახალი ომების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ვირჩევთ რომ ვიყოთ ერთიანი მრავალფეროვნებაში. ამან გაგვაძლიერა. ევროპა თქვენთანაა", - განაცხადა სანჩესმა.

დღის ამბები