19 აგვისტო 2026,   14:05
ვრცლად
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ანსამბლ "ხელხვავის“ საიუბილეო კონცერტი გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ანსამბლ "ხელხვავის“ საიუბილეო კონცერტი გაიმართა. ანსამბლი 1973 წელს შეიქმნა. "ხელხვავს“ სახალხო ანსამბლის წოდება აქვს მინიჭებული და გამოშვებული აქვს ალბომი.

კონცერტზე შესრულდა უძველესი ფოლკლორული ნაწარმოებები. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული, გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე და ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

დღის ამბები