პარლამენტში პრემიერ-მინისტრის სიტყვის შემდეგ, კითხვა პასუხის რეჟიმი დაიწყო. ოპოზიციისგან იყო შეძახილები და კრიტიკა, თუმცა თავადაც გახდნენ კრიტიკის ობიექტები. მოუსმინეს ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენებას, დასვეს შეკითხვები, თუმცა უმეტესობა პასუხებს აღარ დაელოდა.
სხდომა ჯერ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დატოვეს, დებატების დაწყების შემდეგ კი სხვებმაც. შუადღის 12 საათზე დაწყებული სხდომა, ღამის 12 საათზე დასრულდა. საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.
ავტორი: იზი ბურნაძე