15 ნოემბერი 2024,   14:58
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარის 6 თვის ვადით არჩევა, ხელს უწყობს თუ არა პოლარიზებას- გურამ მაჭარაშვილმა კითხვით გიორგი მსხილაძეს მიმართა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრმა, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს კითხვით მიმართა- ცესკოს თავმჯდომარის 6 თვის ვადით არჩევა, ხელს უწყობს თუ არა პოლარიზებას.

"როდესაც თქვენ საუბრობთ პოლარიზებაზე და დეპოლარიზაციაზე, როგორ გქონიათ, ცესკოს თავმჯდომარე, რომ 6 თვით აირჩევა- თქვენ, თქვენს მოხსენებაში პირდაპირ ამბობთ, რომ მხარდაჭერილი ვერ იქნა ორჯერ კალანდარიშვილი. იმასაც ხედავთ, რომ სხვა კანდიდატების მხარდაჭერა ვერ არის უმრავლესობიდან და ეს პროცესი, როგორ გგონიათ პოლარიზებას უწყობს ხელს თუ დეპოლარიზებას,"-აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

როგორც გიორგი მსხილაძე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, 6 თვე არის ვადა, რათა მოხდეს ჩიხური ვითარებიდან გამოსვლა.

"6 თვიანი ვადა არის ჩიხური ვითარებიდან გამოსასვლელად დადგენილი ვადა, როგორც ამას თავად ვენეციის კომისია და მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს,"-აცხადებს გიორგი მსხილაძე.

 

ავტორი: ანუკა ბუავა.

დღის ამბები