15 ნოემბერი 2024,   14:55
ვრცლად
მათი მთავარი მიზანია, ქვეყანა ჩართონ ისეთ საქმეში, არეულობაში და ომში, რომელიც საბოლოო ჯამში თითოეულ ჩვენგანს დააზიანებს - ირაკლი ჩიქოვანი ოპოზიციაზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის წერილს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსეთში ერთ დღიანმა ამბოხმა მორიგ ჯერზე დაანახა, რომ ოპოზიციას არანაირი მორალური პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი ხედვა არ აქვს არც საკუთარი სახელმწიფოს და არც მოქალაქეების წინაშე.

ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანია ქვეყნის ჩართვა ომსა და არეულობაში.

"აღნიშნულმა დღემ მორიგ ჯერზე დაანახა, რომ ოპოზიციას არანაირი მორალური პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი ხედვა არ აქვს, არც საკუთარი სახელმწიფოს, არც მოქალაქეების წინაშე. მათი მთავარი მიზანია, რომ ეს ქვეყანა ჩართონ ისეთ საქმეში, არეულობაში და ომში, რომელიც საბოლოო ჯამში თითოეულ ჩვენგანს დააზიანებს. მეორეს მხრივ, ის წარმოდგენა, რომ ჩვენ საქართველოში ჯერ კიდევ შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ ძალადობრივი გზით, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი იმიტომ, რომ მთავარი საფუძველი, რაც ჩვენთვის არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, არის ჩვენს აფხაზ, ოს ძმებთან ერთად ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობა. ასეთი განცხადებები კი, ძირშივე და საფუძველშივე ეწინააღმდეგება ერთიანი საქართველოს იდეას," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები