15 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
„საპარტნიორო ფონდი ქვეყნის განვითარებისთვის“ - ფონდმა საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

"საპარტნიორო ფონდმა“ საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა სახელწოდებით "საპარტნიორო ფონდი ქვეყნის განვითარებისთვის“.

ღონისძიება სიმბოლურად ფონდის მიერ დაფინანსებულ,  ამიერკავკასიაში პირველი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების საწარმო ATC-ში გაიმართა.

ფონდის საქმიანობის შეამაჯამებელ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო და „საპარტნიორო ფონდის“  გაწეული საქმიანობა  შეაფასა.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ დამსწრე აუდიტორიას ფონდის საქმიანობის, განხორციელებული და მიმდინარე მასშტაბური პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა ფონდის წვლილზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. განსაკუთებული ყურადღება გაამახვილა წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ იმ პროეტებზე, რომლებმაც ახალი დარგებისა და მიმართულებების განვითარებას შეუწყო ხელი. ასევე, მან შეაჯამა ფონდის  საინვესტიციო საქმიანობის ფინანსური შედეგები და ისაუბრა ფონდის რეფორმირების პროცესის შესახებ, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება.  

"დღეს კი შემიძლია ვთქვა, რომ ფონდმა თავისი განვითარების ერთი ეტაპი გაიარა, დახურა ერთი ციკლი, მნიშნელოვანი საინტერესო საფეხური ქვეყნისთვის და განვითარების მეორე ეტაპზე გადავალთ,"- განაცხადა "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა.

ფონდის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას ვიცე-პრემიერი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, აღმასრულებელი და საკანონდებლო ორგანოს წარმომადგენლები, „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი, ფონდის პარტნიორი  კომპანიები, ასევე, ბიზნესისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შევიდა. ცვლილებები, რომლებიც ფონდის რეფორმირების მიზნით უნდა ამოქმედდეს, მოიცავს დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებებისა და ფონდის საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის კრიტერიუმების დაზუსტებას, ასევე, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობისა და ფონდის სახელწოდების ცვლილებას.

დღის ამბები