სააკაშვილი არის დებატებში საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარ თავთან, ჩვენ მასთან არაფერი გვაქვს სადებატო - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ექსპრეზიდენტის მოთხოვნას, ღია დებატებში მის ჩართვასთან დაკავშირებით.
"სააკაშვილი არის დებატებში საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარ თავთან, ჩვენ მასთან არაფერი გვაქვს სადებატო. ის არის პატიმრობაში და ჩვენ, როგორც სახელმწიფო ვზრუნავთ მაქსიმალურად, რომ მისი უფლებები იყოს დაცული. ვამბობდით და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ეს სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ არის 2 მთავარი პირობა - მიხეილ სააკაშვილმა ითანამშრომლოს ექიმებთან და ასევე მაქსიმუმი უნდა გააკეთოს კვების აღდგენის კუთხით,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.