სააკაშვილი, რომელიც თურმე კვდებოდა 400 დღე, ახლა პოლიტიკაშია ჩართული და უკვე ამ ხელმოცარულებს ეუბნება, თქვენ გვერდზე ჩაიწიეთო. გესმით რასთან გვაქვს საქმე?! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
"სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნიდან გაყვანა კი არა, კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანის საფუძველიც არ არის. პატიმარი სააკაშვილი, რომელიც თურმე კვდებოდა 400 დღის განმავლობაში, ახლა პოლიტიკაშია ჩართული და უკვე ამ ხელმოცარულებს ეუბნება, თქვენ გვერდზე ჩაიწიეთო. გესმით რასთან გვაქვს საქმე?! რამდენი ხანი ამუნათებდნენ ჩვენს ქვეყანას - ორი რეზოლუცია მიიღეს ფასიანმა ლობისტებმა ევროპარლამენტში,"- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.