იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, როგორც კი იქნება ექიმების რეკომენდაცია, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
"რაც შეეხება გადაყვანას პენიტენციურ დაწესებულებაში, ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, როდესაც იქნება ექიმებისგან რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, ის გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში. მსჯავრდადებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ისევე, როგორც ბევრი სხვა პატიმარი, ის ამჟამად იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში,"-განაცხადა რატი ბრეგაძემ.