დღეს, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" ნიკა გვარამიამ მოინახულა. როგორც "მთავარი არხის" დამფუძნებელი ამბობს, ყოფილი პრეზიდენტს მეგობრის სტატუსით შეხვდა.
გვარამიას განცხადებით, ისაუბრეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, მის უკრაინაში გამგზავრებაზე. მისივე თქმით, სააკაშვილის განცხადებების ნაწილი ნაჩქარევი იყო.
"რაც დავინახე, ამის აღწერა ძალიან რთულია იმიტომ, რომ განახევრებული ადამიანია ფიზიკურად - კატასტროფაა. მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს უკრაინაში. საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით რას გააკეთებს, ეს არის მისი გადასაწყვეტი. მე მის ადგილზე განცხადებებს, რომელიც აკეთა აქამდე, არ გავაკეთებდი, არ ვიჩქარებდი ამ განცხადებების გაკეთებას,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.