15 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
გურამ მაჭარაშვილი უკრაინიდან საქართველოს ელჩის გაშვებაზე: ზელენსკი პატივს არ სცემს არც საქართველოს სახელმწიფოს და არც - სტრასბურგს

"სტრასბურგის მიერ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილებების ფონზე ზელენსკი მაინც საქართველოს ელჩის გაშვების გადაწყვეტილებას რომ იღებს, ნიშნავს იმას, რომ ის პატივს არ სცემს არც ქართულ საზოგადოებას, არც საქართველოს სახელმწიფოს და არც -სტრასბურგს,"- ამის შესახებ რადიო "ფორტუნას" ეთერში "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ზელენსკის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ გლობალური და ლოკალური ომის პარტია მოქმედებს.

"ზელენსკის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ელჩს კონსულტაციის მიზნით უკრაინის ტერიტორიას დაატოვებინებენ, სამწუხაროდ, იმ პიარ-კამპანიის შემადგენელი ნაწილია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, რომ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებებს გლობალური და ლოკალური ომის პარტია ერთობლივად აწარმოებენ.

მაგალითად, სააკაშვილთან დაკავშირებით ფაქტია, რომ სტრასბურგის არაერთი გადაწყვეტილება არსებობს, სადაც ყველგან წაგებული აქვს და ყველგან ის მოხსენიებულია, როგორც დამნაშავე, მოხსენიებულია, როგორც ხელისუფლების სათავეში მყოფი პირი, რომელმაც ადამიანის უფლებები დაარღვია, სიცოცხლე შეიწირა და ა.შ. იმ ფონზე, რომ სააკაშვილი ითხოვდა, საქართველოს ჰაერზე ვერ განვიკურნები, ევროპის მჭირდებაო, სტრასბურგის ბოლო გადაწყვეტილებითაც მას უთხრეს, რომ უბრალოდ უნდა იკვებოს - კლინიკიდან კლინიკაშიც კი არ გჭირდება გადასვლაო. ამ ფონზე, რომ [ზელენსკი მაინც იმ გადაწყვეტილებას იღებს, რაც მიიღო] ეს ნიშნავს, რომ შეურაცხყოფას აყენებს ქართულ -უკრაინულ ურთიერთობებს, ქართულ საზოგადოებასა და სახელმწიფოს. ასევე, არაფრად არ მიიჩნევს იმ გადაწყვეტილებებს, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო. დარწმუნებული ვარ, ზელენსკი მარტო არ არის ამ გადაწყვეტილებებში - გლობალური ომის პარტია ის არის ზუსტად, რომელიც საქართველოს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამის ერთ-ერთი მდგენელია სწორედ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება,"-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები