ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ საქართველო იმ გამონაკლისი ქვეყნების რიგშია, რომელსაც თითქმის უპრეცედენტო პაკეტები აქვს უკრაინელი დევნილებისთვის. გვიდიანის განცხადებით, საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც უკრაინელ ხალხს რთულ დღეებში კარი გაუღო, "თავზე გადაჰყვა და როგორც საქართველოს შეეფერება, ისე ღირსეულად დახვდა მოძმე ხალხს".
ექსპერტი აღნიშნავს, თუ რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინელი ხალხისთვის მხოლოდ ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში.
"უკრაინის ხელისუფლების რიტორიკა რომ თავხედობის და უმადურობის კლასიკური მაგალითია, ამას ყველა კარგად ვხედავთ. ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა უკრაინის დასახმარებლად როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული თუ სხვა ყველა თვალსაზრისით. ერთადერთი რასაც უკრაინა ვერ "გვპატიობს" არის ის, რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი და არ დაუშვა საქართველოს "ბახმუტიზაცია".
ზუსტად ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ იღლებიან უკრაინის ოფიციალური პირები საქართველოს ლანძღვით და გინებით. საქართველოს ომში არ ჩართვის გამო, უკრაინულმა მხარემ დიპლომატიური სკანდალები მოაწყო, ქვეყნებს შორის ურთიერთობები გარეწარი სააკაშვილის დონემდე დაიყვანა და ა.შ. ეს არაფერში წერია, ამ საქციელს გამართლება არ აქვს და ეს არ არის მეგობრობა.
ბუნებრივია, არავინ არავის არაფერს არ ამადლის. მაგრამ, ხალხმა ალბათ უნდა იცოდეს, რომ საქართველო იმ გამონაკლისი ქვეყნების რიგშია, რომელსაც თითქმის უპრეცედენტო პაკეტები აქვს უკრაინელი დევნილებისთვის. დიახ, საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც უკრაინელ ხალხს რთულ დღეებში კარი გაუღო, თავზე გადაჰყვა და როგორც საქართველოს შეეფერება, ისე ღირსეულად დახვდა მოძმე ხალხს.
ახლა ვნახოთ, რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინელი ხალხისთვის მხოლოდ ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში. სხვა საკითხია კიდევ განათლება და სხვა დარგები.
საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, 3 თვის ვადით, ოჯახზე გაიცემა თვეში 300 ლარი;
საარსებო პირობების უზრუნველსაყოფად, 3 თვის ვადით, ოჯახის თითოეულ წევრზე გაიცემა თვეში 45 ლარი;
რეფერალური მომსახურება - გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის მშობიარობა;
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი;
ანტენატალური მეთვალყურეობის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ორსულთა ვიზიტები და კონსულტაციები ექიმებთან;
ულტრაბგერითი გამოკვლევები და ყველა გეგმური ანალიზი;
კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა, მათ შორის ვაქცინაცია, ბინაზე და სტაციონარში მკურნალობა;
ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება;
დიაბეტის მართვა, მათ შორის მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
დიალიზი;
ტუბერკულოზის და აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა, მათ შორის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
იმუნიზაცია, მათ შორის გეგმური და გადაუდებელი;
ფსიქიკური ჯანმრთელობა;
იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა," - წერს ანდრია გვიდიანი.