15 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
რა თქმა უნდა მოულოდნელი იყო, ვინაიდან მსგავსი შემთხვევა დიპლომატიურ პრაქტიკაში ძალიან იშვიათია - საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი ქვეყნიდან მის გაწვევაზე

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, მისთვის უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

როგორც ზაქარაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, მსგავსი შემთხვევა დიპლომატიურ პრაქტიკაში იშვიათია და მსგავსი გადაწყვეტილები არა მარტო მისთვის იყო მოულოდნელი, არამედ მოულოდნელი იყო მისი კოლეგებისთვის და დიპლომატიური კორპუსისთვისაც.

"რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო, ვინაიდან მსგავსი შემთხვევა დიპლომატიურ პრაქტიკაში ძალიან იშვიათია, სულ რამდენიმე მახსენდება, როდესაც ადგილსამყოფელი ქვეყნის ხელისუფლება ელჩს სთხოვს, რომ კონსულტაციებზე წავიდეს საკუთარი ქვეყნის დედაქალაქში, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველო მაქსიმალურად ეხმარება უკრაინას, როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული კუთხით.

საელჩო საერთოდ არ დახურულა არც ერთ დღეს რუსეთის ინტერვენციის შემდეგ და ყოველდღიურად ვეხმარებოდით საქართველოს მოქალაქეებს, ყოველდღიურად ვიყავით ხაზზე უკრაინულ მხარესთან და მათ, პრინციპში, ძალიან კარგად იციან თუ რა გაკეთდა საელჩოს მიერ, რა გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან და რა კეთდება დღესაც და ცხადია, ეს ყველაფერი იყო ხელისუფლების დავალებით და გვერდზე დგომით.

ამიტომ, ბუნებრივია არა მარტო ჩემთვის, ბევრი ჩემი კოლეგისთვისაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, დიპლომატიური კორპუსიდან, მოულოდნელი იყო მსგავსი გადაწყვეტილების გაჟღერება და ზოგადად მიღება", - განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა "ღამის კურიერში".

დღის ამბები