19 მაისი 2024,   01:24
ვრცლად
გვარამია ბაჩიაშვილზე: თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა.

თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა, - ამის შესახებ ნიკა გვარამია გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. 

გვარამია ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის ბაჩიაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა:

"გიორგი ბაჩიაშვილისთვის ბრალის წარდგენა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სიმპტომი და მნიშვნელოვანი ინდიკატორია ივანიშვილის თავს და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესების. ივანიშვილის ოლიგარქიული პირამიდის შიგნით ამ მასშტაბის (ღია) ეროზია მე არ მახსენდება.

რაც შეეხება ბაჩიაშვილს, საქმის დეტალები არ ვიცი (ჯერ), მაგრამ თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა.

ჩემთვის, ბაჩიაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა და ბევრად ზუსტი და რელევანტური დასკვნების გაკეთების საშუალებად მივიჩნევ, ვიდრე კობახიძის სულელური კაკაფონიის ანალიზია,"- წერს ნიკა გვარამია. 

დღის ამბები