15 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო თამაშობს ნატოსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განმტკიცებაში და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებაში - სტოლტენბერგი

ვილნიუსის სამიტზე, მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,- ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა "კურიერის" კითხვის პასუხად გააკეთა.

იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ვილნიუსში კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. ეს იყო სამიტის წინა ბრიფინგი, სადაც იენს სტოლტენბერგმა დააანონსა უკრაინის მიმართ სამ პუნქტიანი გადაწყვეტილება.

"ჩვენ, დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა ეს გზავნილი და წინა სამიტზეც გავიმეორეთ, რომ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებიც დაუცველნი არიან რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის წინაშე. მომავალ სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები ასევე დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს უფლებისა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა, იყოს გარე ჩარევისგან თავისუფალი. ამიტომ, მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები, რომლებიც მას საქართველოში განთავსებული ჰყავს საქართველოს მთავრობის ყოველგვარი თანხმობის გარეშე, ასევე, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ასევე, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო თამაშობს ნატოსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განმტკიცებაში და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებაში. რა თქმა უნდა, უკრაინა იქნება დღის წესრიგის სათავეში, რადგან ეს არის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში, მაგრამ ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისეთ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ქვეყნისთვის გაიწერება მრავალწლიანი პროგრამა, შეიქმნება ნატო უკრაინის საბჭო და კიდევ ერთხელ დაფიქსირდება რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი.

"ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები მომავალ კვირას ვილნიუსში, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ მომენტში შეხვდებიან. რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ კვლავ მძვინვარებს. 500 დღის განმავლობაში მოსკოვმა სიკვდილი და ნგრევა მოიტანა ევროპის გულში, ცდილობს უკრაინის განადგურებას და ნატოს დაყოფას. ჩვენ დავეხმარებით უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის მშენებლობაში, ასევე საბჭოთა ეპოქიდან ნატოს აღჭურვილობასა და სტანდარტებზე გადასვლაში. ეს იქნება პლატფორმა კრიზისული კონსულტაციებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის. აქ ყველა დავსხდებით როგორც თანასწორები უსაფრთხოების საერთო პრობლემების განსახილველად. სამიტზე მოკავშირეები უფრო ამბიციურ გეგმას დასახავენ თავდაცვის ინვესტირების მიმართულებით, რაზეც მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2% დაიხარჯება. დღეს ჩვენ ვაქვეყნებთ თავდაცვის ხარჯების ახალ შეფასებებს. 2023 წელს, ევროპელ მოკავშირეებსა და კანადაში 8,3% იანი ზრდა იქნება,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები