საქართველოში, სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმყოფება.
სტუმარს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა. ცერემონიაში ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მონაწილეობდა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში.