მურმან დუმბაძე ბრიუსელს ბათუმიდან მიმართავს და იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მისი თქმით, ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებს. ევროკავშირის ლიდერების დადებით გადაწყვეტილება ოპოზიციონერისთვის მისაღებია მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის პირობებში.
მურმან დუმბაძის განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობისთვის დასტურია, რომ სწორედ მათი ოპონენტები აზიანებენ ქვეყნის ინტერესს და ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერს ქმნიან. ამას კი მათი თქმით, პარტნიორებთან პირადი კომუნიკაციით ცდილობენ
მურმან დუმბაძის პოზიციას ბოლომდე არ იზიარებენ მისი თანამოაზრეები. ”ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ქვეყანა და საქართველოს მოქალაქეები სტატუსს იმსახურებენ, თუმცა ევროინტეგრაციის გზაზე საბოლოო წარმატებას თავად ხელისუფლების ცვლილებაში ხედავენ.
"პოლიტიკურად მავნებლურია" - დუმბაძის პოზიცია დანარჩენი პარტიებისთვის. ოპოზიციური ძალების თქმით, ნებისმიერი განცხადება რომელიც ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაზიანებას ემსახურება - მიუღებელია.
რატომ ცდილობენ ”ნაციონალური მოძრაობა” და ამ პარტიასთან კავშირში მყოფი ძალები ევროკავშირის ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილებამდე საზოგადოებაში ნეგატიური მოლოდინების გაჩნდეს?! - მმართველ პარტიას ამის მოტივად მხოლოდ ერთი მიზეზი მოჰყავს- ”დემოკრატიის გვერდის ავლით ხელისუფლები ცვლილების” სურვილი.
ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე მუშაობა დასრულებულია. ახლა ქვეყანა წლის ბოლოს და პარტნიორების მთავარ გადაწყვეტილებას ელოდება.