15 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
ვატო შაქარიშვილი - ჟორიკა რურუა საკუთარ მეწილეებთან ერთად ატარებს ლგბტ-ფესტივალს, თუ სასწრაფოდ არ გააუქმებენ ამ ხელშეკრულებას, ისინი გახდებიან თანამონაწილეები ძალიან ცუდი პროცესებისა

ჟორიკა რურუა საკუთარ მეწილეებთან ერთად - ყანჩაველი, მერაბ ტყეშელაშვილი - ატარებენ ლგბტ-ფესტივალს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ლგბტ-ფესტივალი არ ჩაიშლება, ამას შეიძლება ძალიან ცუდი პროცესები მოჰყვეს.

"ჟორიკა რურუა საკუთარ მეწილეებთან ერთად - ყანჩაველი, მერაბ ტყეშელაშვილი - ატარებენ ლგბტ-ფესტივალს. უნდა იცოდნენ, რომ თუ სასწრაფოდ არ გააუქმებენ ამ ხელშეკრულებას, ისინი გახდებიან თანამონაწილეები და ლგბტ-პროპაგანდისტები. ძალიან მაღალია ვნებათაღელვა, ტემპერატურა და მინდა მათ ვუთხრა, რომ თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ისინი გახდებიან მაპროვოცირებლები იმ ძალიან ცუდი პროცესებისა, რომელიც შეიძლება მივიღოთ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ სასწრაფოდ ჩაშლიან ამ ფესტივალს", - აცხადებს შაქარიშვილი.

დღის ამბები