15 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა უწყების 2022 წლის ანგარიში წარადგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა, უწყების 2022 წლის ანგარიში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარადგინა.

ალექსი ბატიაშვილმა 2022 წელს ქვეყნის წინაშე არსებული ძირითადი საფრთხეები და გამოწვევები მიმოიხილა და მათ საპასუხოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ქვეყნის ოკუპაციაზე, კონტრტერორისტულ და კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომა დახურულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დასასრულს, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიში დადებითად შეაფასეს. 

დღის ამბები