15 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
თეთრი სახლი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს

თეთრი სახლი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

ექსკლუზიურ კომენტარში, ნათქვამია, რომ საქართველო რჩება ნატოს „ურყევ პარტნიორად, რომელიც ნატოს ჯარებთან ერთად მსახურობდა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას და აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას ალიანსთან მისი თავსებადობის გასამყარებლად.

მან ასევე დასძინა, რომ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ნატოს წევრობისთვის საჭირო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს.

დღის ამბები