15 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
"მთელი აგენტურული ქსელია ამაში ჩართული, მათ შორის მათი ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტი" - ვატო შაქარიშვილი პრაიდის ღონისძიებებზე

პრაიდის კვირეულის მთავარი ღონისძიება რამდენიმე საათში დაიწყება. ფესტივალის პარალელურად კი, მოძრაობა "საქართველო უპირველეს ყოვლისას" წევრები აქციას გამართავენ.

მოძრაობაში ამბობენ, რომ პრაიდის მონაწილეებს ფესტივალის გამართვის შესაძლობას არ მისცემენ და დასძენენ, რომ ეს მოხდება მშვიდობიანად, ხალხის ერთობითა და სიმტკიცით.

"საქართველო უპირველეს ყოვლისას" დამფუძნებელი მაია ტაბაღუასა და პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ძალიან დიდია ზეწოლა, როგორც მესაკუთრეებზე, ისე ზოგადად, ქვეყანაზე. 

"როგორც აღმოჩნდა, ძალიან დიდია ზეწოლა, წნეხი მათზე და ეს პოზიცია არ აღმოჩნდა საბოლოო და მყარი. თქვენ ნახეთ, რომ ამ კომპანიაში იკვეთება პირდაპირ ჟორიკა რურუას ინტერესები. ეს გახლავთ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და ცნობილი დამნაშავე და ასევე, არის ინფორმაცია, რომ ძალიან დიდია ზეწოლა ქვეყნის გარედან, საელჩოებიდან. მთელი აგენტურული ქსელია ამაში ჩართული, მათ შორის მათი ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება. ძალიან მკაფიო წითელი ხაზია, იქით არის ყველა, ვინც მტრობს ჩვენს ქვეყანას და აქეთ დგას საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ჩვენი ერთობით, მშვიდობიანად, კანონიერი გზებით გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არ მოხდეს საქართველოში პრეცედენტი ლგბტ პრაიდ ფესტივალის საჯარო ჩატარების," - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

დღის ამბები