15 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
უკრაინელებს საბრძოლო მასალა ეწურებათ, ჩვენ კი ცოტა გვაქვს - ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ ფიქრობს, რომ ომში მყოფი უკრაინა მზად არის ნატოში შესვლისთვის.

მანამდე კი უკრაინას ვაშინგტონი პირდება თავდაცვის გარანტებს, ისეთივეს როგორიც აქვს ისრაელს.

ჯო ბაიდენი უკრაინას მხარს უჭერს და გუშინ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით ვაშინგტონი კიევს კასეტურ შეიარაღებას გაუგზავნის. 

"ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო ჩემი მხრიდან. სხვათა შორის, მე განვიხილე ეს ჩვენს მოკავშირეებთან, ჩვენს მეგობრებთან. უკრაინელებს საბრძოლო მასალა ეწურებათ. ჩვენ კი ცოტა გვაქვს, ასე რომ, მივიღე თავდაცვის დეპარტამენტის რეკომენდაცია - არა მუდმივად მაგრამ დაუშვას ეს გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, სანამ მივიღებთ დამატებით იარაღს, ჭურვებს უკრაინელებისთვის. ისინი ცდილობენ გადალახონ ეს სანგრები და შეაჩერონ ტანკები. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვართ ამ შეთანხმების ხელმომწერები, მაგრამ გარკვეული დრო დამჭირდა, რომ დავრწმუნებულიყავი ამ ნაბიჯის სისწორეში,"- აცხადებს ჯო ბაიდენი. 

დღის ამბები