"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხუხაშვილმა, გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით მორიგი "სულელური" განცხადებები გააკეთა.
"- ამ საქმემ დაამსხვრია მითი, რომ ივანიშვილი საქართველოში ბიზნესს არ აკეთებსო;
- გაირკვა, რომ ივანიშვილი ჩვენ ხარჯზე აკეთებდა ფულსო.
რაც შეეხება საქართველოში ბიზნესის კეთებას. ბატონო გია, ბიტკოინი და კრიპტოვალუტა როდის მერე გახდა ქართული პროდუქტი და ქართული ბიზნესი? ასეთი სისულელის მტკიცება თქვენგანაც კი უხეში მოსასმენია.
რაც შეეხება იმას, რომ, თითქოს, ივანიშვილი ჩვენ ხარჯზე აკეთებდა ფულს. ბიძინა ივანიშვილს მაინინგთან არავითარი კავშირი არ ჰქონია და შესაბამისად, ბაჩიაშვილის მიერ ნაყიდი კრიპტოვალუტის გაძვირება ვერც რაიმე საგადასახადო შეღავათებთან იქნებოდა დაკავშირებული.
ისე გამოდის, რომ ხუხაშვილი და ბაჩიაშვილის ადვოკატი ერთმანეთს ეჯიბრებიან სისულელეების ლაპარაკში," - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.