19 მაისი 2024,   04:35
ვრცლად
რეგიონებში "მუსიკალური საღამოები" გრძელდება - მუსიკალური საღამოები ქვეყნის მასშტაბით მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება

ზაფხულის მუსიკალურმა საღამოებმა წელს მთელი საქართველო მოიცვა. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებული "მუსიკალური საღამოები" რეგიონებში გრძელდება. მასპინძელი ხუთი მუნიციპალიტეტია, სადაც ღონისძიებები 19:00 საათიდან დაიწყო.

კონცერტების მარათონს შეუერთდა სამტრედიაც. რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერში დილიდან აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. სპეციალურად მოწყობილი სივრცეები ეთმობათ ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ „მუსიკალური საღამოებს" უერთდება ახმეტაც. ღონისძიებები ყველა თაობის წარმომადგენელს აერთიანებს.

სადღესასწაულო განწყობაა მარნეულშიც, რომელიც მუსიკალური საღამოების მასპინძელია. ღონისძიების სტუმრებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაში. გასართობ თუ შემეცნებით აქტივობებში.

"ერთად გავატაროთ ზაფხულის საღამო" ამ გზავნილით მუსიკალურ საღამოებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიც შეურთდა.

"მუსიკალური საღამოები" რეგიონებში გრძელდება. ხვალ საღამოებს გარდაბანი გურჯაანი, წნორი, ჭიათურა და ხონი უმასპინძლებს. მუსიკალური საღამოები მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტსა და დაბა ბაკურიანში ყოველ შაბათ-კვირას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

დღის ამბები