15 ნოემბერი 2024,   14:58
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ნიკოლ ფაშინიანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ.

დღის ამბები