თბილისში საერთაშორისო ფორუმი "აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად" მიმდინარეობს - მონაწილეებისათვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინფოტური გამართა. 60-მდე საერთაშორისო გაყიდვების კომპანიის წარმომადგენელი თბილისს, უფლისციხეს, ბორჯომს, მცხეთას, წინანდალს, ყვარელსა და ლოპოტას ეწვია.
ტურის მონაწილეებმა სამცხე-ჯავახეთში ჯომარდობაში მიიღეს მონაწილეობა, კახეთში კი მარნებს ესტუმრნენ, სადაც ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.