26 მაისი 2024,   22:03
ვრცლად
შოვი, ომალო, გორდი, ყაზბეგი, ბახმარო და სვანეთი - მთაში დასვენების მოყვარულებს, რამდენიმე კვირის განმავლობაში ფესტივალი, "მთის დღეები" გააერთიანებს

შოვი, ომალო, გორდი, ყაზბეგი, ბახმარო და სვანეთი - ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მასპინძლობისთვის ემზადება. მთაში დასვენების მოყვარულებს, რამდენიმე კვირის განმავლობაში ფესტივალი - "მთის დღეები" გააერთიანებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილ ღონისძიებაში, ვიზიტორები მთის ტრადიციებს გაეცნობიან, ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ და ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელ ხალხური რეწვის გაკვეთილებსაც დაესწრებიან.

მთის დღეების ფარგლებში დაგეგმილია კოცონის გარშემო შეკრებილი ტურისტებისთვის თითოეული კუთხის ისტორიის გაკვეთილებიც. გარდა ამისა, ფესტივალის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ სპორტულ აქტივობებსაც.

"მთის დღეები" 15 ივლისს რაჭაში, იმერეთსა და თუშეთში დაიწყება და 22 ივლისს სვანეთში, ბახმაროსა და ყაზბეგში დასრულდება. ფესტივალის ყველა დღეს დაგეგმილია ცნობილი მომღერლების კონცერტიც.

დღის ამბები