თურქეთის გადაწყვეტილებას ნატო-ს მოკავშირე ქვეყნის წარმომადგენლები ეხმაურებიან.
თეთრი სახლის განცხადებაში ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მიესალმება პრეზიდენტ ერდოღანის ვალდებულებას "სწრაფი რატიფიკაციის" შესახებ, ის მზად არის იმუშაოს თურქეთთან ერთად ევროატლანტიკურ ზონაში თავდაცვის გაძლიერებაზე.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იგი მოუთმენლად ელის შვედეთს როგორც ნატო-ს 32-ე მოკავშირეს და მადლობას უხდის ნატო-ს გენერალურ მდივანს მისი "მტკიცე" ლიდერობისთვის.
ერდოღანის გადაწყვეტილებას მიესალმებიან გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც.
რიში სუნაკმა საკუთარ ტვიტერზე აღნიშნა, რომ ეს ისტორიული მომენტია ნატო-სთვის, რომელიც ყველა წევრს უფრო უსაფრთხოს ხდის.