15 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გადაფარვის უსუსური მცდელობაა - კობახიძე აშშ-ის ყოფილი ელჩების განცხადებას პასუხობს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ილიამ კორტნის, იან კელის, რიჩარდ მაილსის, ჯონ ტეფტის და კენეტ იალოვიცის ერთობლივ განცხადება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გადაფარვის უსუსური მცდელობაა.

„ყველანაირად ცდილობენ, რომ ამ საქმეში რაღაცნაირად წარმატებას მიაღწიონ, თუმცა სტრასბურგის შემდეგ ეს არის მათთვის წარმოუდგენელი. არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ სააკაშვილი გარეთ იყოს. მიზანი იგივეა, რაც გვარამიას შემთხვევაში – პოლარიზაციის მეტად გაღვივება. ჩვენ საპირისპირო ინტერესი გვაქვს და ჩვენთვის ვერცერთ ასეთ განცხადებას ფასი ვერ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილმა ელჩებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი მმართველ გუნდს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები