15 ნოემბერი 2024,   14:56
ვრცლად
ეს ძალიან სამწუხარო შემთხვევაა და არ შეიძლება ამით სპეკულირება - ირაკლი კობახიძე წყნეთში მომხდარ ტრაგედიაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, წყნეთში მომხდარი ტრაგედია მოსახლეობის მიერ კუსტარულად შეყვანილ ელექტროენერგიას უკავშირდება და კუსტარულად შეყვანილი ელექტროენერგიის ყოველდღიური კონტროლი შეუძლებელია.

მისი თქმით, მომხდარი მერიის მიერ წარმოებულ სამუშაოებს არ უკავშირდება და მსგავსი ტრაგედიებით სპეკულაცია არასწორია.

"მე რა ინფორმაციაც მაქვს, იქ დენი მოსახლეობის მიერ კუსტარულად იყო შეყვანილი. როდესაც ამას მოსახლეობა კუსტარულად აკეთებს, ამის კონტროლი რა თქმა უნდა რთულია. ის რომ ეს მერიის სამუშაოების შედეგია ეს არის ტყუილი. როდესაც მოსახლეობას დენი კუსტარულად შეჰყავს ამის ყოველდღიური კონტროლი შეუძლებელია. ეს ძალიან სამწუხარო შემთხვევაა და არ შეიძლება ასეთ შემთხვევებით სპეკულირება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის ბექა დავითულიანის განცხადებით, წყნეთში მომხდარი ფაქტი ისედაც მძიმე მოვლენაა და მას ზედმეტი არასწორი ინტერპრეტირება არ სჭირდება.

"პირველადი მონაცემებით ეს იყო უბედური შემთხვევა, დაკავშირებული კუსტარული წესით შეყვანილ ელექტრო ენერგიასთან, იქ არსებულ ფანჩატურში. ეს ისედაც მიძმე შემთხვევაა და ტრაგედიაა. მე მგონი ამას აღარ სჭირდება არასწორი ინტერპრეტირება, თავისთავად ისედაც მძიმე ფაქტია", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დღის ამბები