15 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ირაკლი ჩიქოვანი "რადიკალურ ოპოზიციაზე" - მაშინაც კი, როდესაც უნდა გვაერთიანებდეს საერთო დიდი მიზანი, ისინი ვერ პოულობენ საკუთარ თავში ძალას, გადალახონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე

 

არ მგონია, დღეს ოპოზიციაში არსებობდეს ისეთი განწყობები, რომელიც გულშემატკივრობს საქართველოს წარმატებას. მათ წარმოუდგენიათ, რომ ეს არ არის ქვეყნის წარმატება, ეს არის ხელისუფლების წარმატება და აქედან გამომდინარე, მათ არ უნდათ რაიმე წარმატება სახელმწიფომ მიითვალოს, ეს არის არასწორი და დესტრუქციული მიდგომა საკუთარი სახელმწიფოს და არა პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, ნატო-ს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ განწყობებზე საუბრისას.

მისი თქმით, მაშინაც კი, როდესაც უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ გვაერთიანებდეს ერთი საერთო დიდი მიზანი, ისინი ვერ პოულობენ საკუთარ თავში ძალას, რათა გადალახონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

მისივე თქმით, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს უსაფრთხოების სექტორში როგორც კონკრეტულ პარტნიორ სახელმწიფოებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ამიტომ, კითხვის ნიშნები ნამდვილად არ არსებობს.

"არ მგონია, დღეს ოპოზიციაში არსებობდეს ისეთი განწყობები, რომელიც გულშემატკივრობს საქართველოს წარმატებას. მათ წარმოუდგენიათ, რომ ეს არ არის ქვეყნის წარმატება, ეს არის ხელისუფლების წარმატება და აქედან გამომდინარე, მათ არ უნდათ რაიმე წარმატება სახელმწიფომ მიითვალოს, ეს არის არასწორი და დესტრუქციული მიდგომა საკუთარი სახელმწიფოს და არა პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ. ეს არის სამწუხარო პრობლემა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან წინააღმდეგობას წარმოადგენს, მაგრამ გეტყვით იმასაც, რომ თანამშრომლობის თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა უსაფრთხოების სექტორში როგორც ჩვენს კონკრეტულ პარტნიორ სახელმწიფოებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ამიტომ, იქ კითხვის ნიშნები ნამდვილად არ არსებობს,"-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, საქართველომ წლების განმავლობაში დაამტკიცა საკუთარი თანამონაწილეობით, რომ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

"საქართველომ წლების განმავლობაში დაამტკიცა საკუთარი თანამონაწილეობით, გამბედაობით, ჩვენი ფასდაუდებელი და ღირსეული თავგანწირვის ფონზე ჩვენი შეიარაღებული ძალების მხრიდან, რომ არის მართლაც მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და ჰყავს აბსოლუტურად თავსებადი შეიარაღებული ძალები და თავდაცვის ძალები ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვხედავთ ამ სპეკულაციის საფუძველს, თუმცა, ეს უკვე ჩვევაა, ეს უკვე ობიექტური რეალობაა, როდესაც არ არსებობს თემა და საკითხი, რაზეც ოპოზიციას არ აქვს დესტრუქციული პოზიცია. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ გვაერთიანებდეს ერთი საერთო დიდი მიზანი, ისინი ვერ პოულობენ საკუთარ თავში ძალას, რათა გადალახონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე,"-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები