რა გზავნილი მიიღო საქართველომ ნატოსგან - ალიანსის ქვეყნების სახელმწიფო მეთაურების დასკვნით, კომუნიკეში ჩანაწერი პოლიტიკური შეფასებების საგანია თბილისში.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ NATO-ში საქართველოს უთხრეს, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიერ ჩაგდებული რეფორმების გამო, კიდევ მრავალი წელი დარჩება ჩვენთვის ნატო-ს კარი დახურული:
"მაპი რომ არაფერს ცვლიდეს, NATO არ ჩათვლიდა საჭიროდ უკრაინისთვის ეთქვა, რომ მაპის გარეშე მიიღებს NATO. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. შვედეთის და ფინეთის გაწევრიანება მოხდა სწრაფად სწორედ განსხვავებული პროცედურით და უკრაინას ფაქტობრივად უთხრეს, რომ ომის დამთავრების პირობებში მას ექნება იგივე შესაძლებლობა, საქართველოს კი უთხრეს, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიერ ჩაგდებული რეფორმების გამო, კიდევ მრავალი წელი დარჩება ჩვენთვის ნატო-ს კარი დახურული,- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.
პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა კი აცხადებს, რომ საქართველო დღევანდელი ხელისუფლების ნაბიჯებით, კარგავს იმ ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც მიეცა უკრაინას, მაპის გარეშე გახდეს ნატო-ს წევრი.