15 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
ველოდით უფრო მკაფიო და უფრო ცხად გეგმას უკრაინასთან დაკავშირებით - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, უფრო მკაფიო და უფრო ცხად გეგმას ელოდა, სადაც ვადები და კონკრეტული პროცედურა იქნებოდა დასახელებული.

თალაკვაძის თქმით, უკრაინას ნატო-ს მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება.

"ველოდით უფრო მკაფიო და უფრო ცხად გეგმას უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც ვადები და კონკრეტული პროცედურა იქნებოდა დასახელებული, თუმცა იმედის მომცემია, რომ გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა თქვა, რომ შიგნით კონსულტაციები როგორც კი დასრულდება, უკრაინა ამის შესახებ ინფორმირებული იქნება. უკრაინას სჭირდება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ნატო-ს მხრიდან", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის მოლოდინები იყო გადაჭარბებული.

"უკრაინის მიმართ მოლოდინები იყო გადაჭარბებული და ალიანის კომუნიკე როდესაც გამოქვეყნდა, დავინახეთ უკრაინის ნატო-ში მიპატიჟებასთან და წევრობასთან დაკავშირებით ჩანაწერები არის ის, რომ ალიანსის წევრები, უკრაინას ნატო-ში მიიწვევენ მაშინ, როდესაც ამაზე შეთანხმდებიან, როდესაც ამაზე იქნება კონსენსუსი და როდესაც უკრაინის მხრიდან იქნება დაკმაყოფილებული შესაბამისი პირობები. ასევე, არის გზავნილი რომლისგანაც უნდა ისწავლონ საქართველოში დაბუდებულმა ბევრმა მავნებელმა, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზა გადის აუცილებლად ომზე", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

დღის ამბები