პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ვილნიუსის სამიტი იყო ურთიერთბრალდებების თემა - რიგგარეშე სესიაზე თავდაცვის კოდექსს განიხილავენ. ოპოზიციამ მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლება, ითქვა რომ "ქართულ ოცნებას" არ სურს ქვეყნის გაძლიერება და სწორედ ამიტომ არ მიიღო თბილისმა მკაფიო გზავნილები NATO-სგან.
"მე არ მჯერა, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერება. საქართველოს რომ ჰყოლოდა პროდასავლური, ეროვნული ხელისუფლება, საქართველო გაცილებით მეტს მიიღებდა ვილნიუსის სამიტზე, ვიდრე ეს გაკეთდა უკრაინასთან მიმართებაში," - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ.
საპასუხო განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში ოპონენტები გააკრიტიკეს, სამიტის შეფასებისას კი ითქვა, რომ ქვეყნის თავდადება ალიანსში გაწევრიანების გზაზე სათანადოდ არ დაფასდა